თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 12–16 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისულტი სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები, წინა კვირასთან და წინა თვესთან შედარებით, პლუსშია. წინა კვირასთან შედარებით მინუსში (-1.85%) მხოლოდ TBCG LN-ის აქციებია. ყველაზე მეტად კი CGEO LN-ის აქციები გაიზარდა - +11.17%-ით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 96.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.90% წინა კვირასთან შედარებით და +4.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 266 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.75 - 96.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 39.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.92% წინა კვირასთან შედარებით და -1.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 357 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.05 - 39.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 33.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.06% წინა კვირასთან შედარებით და +11.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 302 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.00 - 33.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.