თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 29 სექტემბერი - 2 ოქტომბერის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები პლუსშია. საანგარიშო პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა Lion Finance Group-ის აქციები – 8.1%-ით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 76.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.29% წინა კვირასთან შედარებით და +8.1% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 226 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 74 - 77.3 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.51% წინა კვირასთან შედარებით და +3.81% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 462 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.8 - 46.3 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.85% წინა კვირასთან შედარებით და +0.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.1 - 24.6 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.