თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 27–31 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიამ სავაჭრო კვირა მინუსში დახურეს. წინა თვესთან შედარებით კი ორი მათგანი მწვანე ზონაში დარჩა. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 116.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.77% წინა კვირასთან შედარებით და +2.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 110.50 - 119.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.05% წინა კვირასთან შედარებით და +8.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 294 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.00 - 49.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 39.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.16% წინა კვირასთან შედარებით და -5.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.30 - 42.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.