თბილისი (GBC) - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიებისთვის გასული კვირა ზრდით დასრულდა. Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 20–24 ივლისის მონაკვეთში სამივე ქართული ემიტენტის აქციებმა ღირებულება როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში მომატებული ფასით დახურა.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 117.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.17% წინა კვირასთან შედარებით და +4.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 111.90 - 117.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.55% წინა კვირასთან შედარებით და +5.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 295 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.44 - 48.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.12% წინა კვირასთან შედარებით და +6.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 200 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.40 - 42.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.
