მ/ო ემბისი (MBC) საბანკო ბაზარზე შესვლამდე, მისოების TOP 5-ში IV პოზიციას ინარჩუნებს, 116 მლნ-იანი აქტივით და >₾100 მილიონიანი სასესხო პორტფელით.
MBC-ის დაკრედიტება წლიურად 13%-ით გაზრდილია, შემოსავლები 17%-ით. მისომ 2024-ის I კვარტალი მილიონამდე მოგებით დაასრულა.
ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს 20 000 ლარამდე გასცემს, წლიურ 25-35%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-27%-ის ფარგლებში.
მისოს სასესხო განაკვეთების შემცირებაზე აქვს გაცხადებული. ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც სებ-დან ლარის რესურსს პირდაპირ მოიზიდავს, ბანკის შუამავლობის გარეშე.
MBC-ის რისკების დირექტორს ნინო დევდარიანს, რომელიც ასევე მიკროსაფინანსოების ლობია (მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი) უჭირს პროგნოზირება, სესხის პროცენტი რა ნიშნულამდე დაიწევს, 20%-იან ზღვარს ჩამოსცდება თუ არა.
რადგან, როგორც მან განმარტა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, ეს ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.
ამ გაზაფხულს ნინო დევდარიანი ორ ნიუსს ელოდება. სებ-ისგან, MBC-ისთვის, მიკრობანკის ლიცენზიას და მისოებისთვის დაკრედიტების 100 000 ლარიანი ლიმიტის გაორმაგებას, ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც სებ-მა რეკომენდაცია გაუწია.
Q1/2024 ₾ |
Q1/2023 ₾ |
|
აქტივები |
115,922,509 |
106.796.100 |
სესხები |
103,729,015 |
92,272.300 |
შემოსავლები (სა%) |
7,206,900 |
6.201.530 |
მ.შ ლომბარდიდან |
328 |
-------- |
ხარჯები (არა%) |
3,314,487 |
2 812 900 |
მ.შ. პერსონალის |
2,055,592 |
1.770.000 |
წმინდა მოგება |
825,994 |
92.713 |