თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, სალიზინგო კომპანიების აქტიური მსესხებლების რაოდენობამ 25 500-ს მიაღწია. წლიურად 30%-მდე ზრდაა (01.08.2024 – 19 700,+29%Y.Y).
კრედიტინფოს ინფორმაციით, 2024-ის ივლისში საკრედიტო ქულა 313 მომხმარებელს დააკლდა. პირველად გადაუცდა თანხის შეტანა 1 თვეზე მეტი პერიოდით.
01.08.2025–ის მდგომარეობით, ლიზინგის პორტფელი 709 მლნ ლარამდეა გაზრდილი (01.08.2024 – 524 მლნ).
მთლიანად, კრედიტინფოს ბაზაში, 1.959 მლნ აქტიური მსესხებლის (ბანკის, მისოს, სგს, მიკრობანკის...) სასესხო ჩანაწერია და ბანკების დაბანდებაზე მოდის ჯამური პორტფელის - ₾ 69.8 მლრდ. 93.7% - ₾65.4 მლრდ. კოეფიციენტი უკვე მე-2 წელია, სტაბილურად აღნიშნულ ნიშნულზეა.
სალიზინგო ბაზარზე რამდენიმე აქტიური კომპანიაა, ძირითადად ბანკის შვილობილები: TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერალიზინგი, კრისტალი, ალიანს ჯგუფი. ასევეა მსხვილი საავტომობილო ჯგუფის, თეგეტა ლიზინგი.