თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $14,15 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $3,84 მილიარდს შეადგენს (გაიზარდა 9%-ით), ხოლო იმპორტი $10,31 მილიარდს (გაიზარდა 10.8%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივლისში, $6,46 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($815.5 მლნ)
  • ყაზახეთი ($494.8 მლნ)
  • რუსეთი ($412 მლნ)

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი ($1.55 მლრდ)
  • აშშ ($1.55 მლრდ)
  • რუსეთი ($1.08 მლრდ)

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($1.75 მლრდ)
  • აშშ ($1.6 მლრდ)
  • რუსეთი ($1.49 მლრდ)

2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.47 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 38.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $202.9 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $148.1 მლნ-ით (3.9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.05 მლრდ და მთელი იმპორტის 20% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $727.6 მლნ-ით (იმპორტის 7.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) $481.3 მლნ-ით (იმპორტის 4.7%).