თბილისი (GBC) - თებერვალში, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები, მცირედით გაიზარდა და პირველი მარტისთვის 79 მლრდ ლარამდეა
(17 ბანკიდან ანგარიშგებაში არ მონაწილეობს, ტესტირებად რეჟიმში ოპერირებადი "ჰეში" და "პეივ ჯორჯია", კონსოლიდირებულ მაჩვენებელში ჯერ კიდევ შედის სანქცირებული ვითიბი, ₾452 მლნ-ს აქტივით).
ბაზარზე 8 ბანკია 1 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით (>1 მლრდ). მილიარდერთა TOP-8 ში კი სისტემური 2 ბანკის ჯამური წილი 77%-მდეა. კონცენტრაცია მვირედუღ განეიტრალებულია. BOGG/TBC-ის ჯამური წილი შარშან გაზაფხულზე 80%-ის ფაგლებში იყო.
საბანკო სექტორის კაპიტალი 12.2 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.
ბანკები >1 მლრდ-იანი აქტივით (000 ₾)
|
2m/2024 | H1/2023 |
თიბისი | 30 642 243 | 26,937,117 |
საქართველოს ბანკი | 30 019 394 | 26,554,648 |
ლიბერთი | 4 138 686 | 3,718,872 |
ბაზისბანკი | 3 472 191 | 3,100,243 |
კრედო | 2 511 327 | 2,307,511 |
ქართუ | 1 906 875 | 1,507,020 |
პროკრედიტ ბანკი | 1 796 530 | 1,699,502 |
ტერა ბანკი | 1 678 191 | 1,602,707 |
|
|
|
წყარო:კომერციული ბანკები (ბიზნესპარტნიორი)