თბილისი (GBC) - სებ-მა კიდევ 4 მისოს დაჯარიმებაზე განაცხადა, AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის.
4 300 ლარით სანქცირებულია მ/ო "ექსპრეს კაპიტალ +", უწესობისთვის (ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესი დაარღვია, არ აღირიცხა გარიგება). ასევე რეგულატორს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა.
6 000 ლარით დაჯარიმებულია მ/ო "კროს კრედიტი", 1 000 ლარით "ჯორჯიან კაპიტალი".
17 000 ლარით სანქცირებულია მ/ო "ინვესტ ჯორჯია". მისომ სებ-ს ტრანზაქციებზე მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. 2 გზის და 4 000 ლარით დასანქცირდა.
9 000 ლარი გამოწერილია 3 კლიენტის საქმის რისკ ფაქტორების გაუთვალისწინებლად წარმოებისთვის.
