თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ მომხმარებელთა მხრიდან 68 პრეტენზია დაფიქსირდა. ამ პრეტენზიებში ლომის წილი – 61 განაცხადი – სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით გაკეთდა. 2022 წლის აპრილში მისოებისადმი პრეტენზიების რაოდენობა 78–ს შეადგენდა, საიდანაც სამომხმარებლო სესხებთან 56 განაცხადი იყო დაკავშირებული, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა პროდუქტებზე ნაწილდებოდა.

პრეტენზიების ხასიათის მიხედვით, პირველ ადგილზე 48 განაცხადით ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები მოდის. მეორე ადგილზე 14 განაცხადით არის პრეტენზიები ადმინისტრაციის/მომსახურების მიმართ.

მისოებთან მიმართებით დაფიქსირებული პრეტენზიებიდან 25 შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ. 9 პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული. საფუძვლიანად მიჩნეული 34 პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.