თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ახალმა ინიციატივამ - მცირე ბიზნესის ჯაჭვი - ქალაქში ახალი, საინტერესო მარშრუტი შექმნა. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერა და ადგილობრივი ობიექტების ერთ მეგობრულ ქსელად გაერთიანებაა. ჯაჭვის მექანიკა მარტივია: მიდიხარ ერთ ობიექტში, პოსტერიდან კუპონს ჩამოხევ და შემდეგი გაჩერებისკენ მიემართები, სადაც ახალი აღმოჩენა და ფასდაკლება გელოდება.
გაჩერება: MOB Burgers
ჯაჭვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რგოლი MOB Burgers-ია - თბილისში პოპულარული სმეშ ბურგერების (Smash burger) სივრცე, რომელიც ცნობილია ადგილზე მომზადებული, ნატურალური ინგრედიენტებით.
როგორც MOB Burgers-ის დამფუძნებელი, გიორგი სიხარულიძე, გვიყვება, ჯაჭვის ინიციატივამ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
„თითოეული პატარა ბიზნესი კონკრეტული ადამიანის შრომასა და მონდომებას აერთიანებს. საქართველოს ბანკის მსგავსი ინიციატივები კი გვეხმარება, ჩვენი ისტორია ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ, რაც მთლიანად მცირე ბიზნეს ეკოსისტემას აძლიერებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მივცეთ მოტივაცია და გავუზიაროთ გამოცდილება“.
გზა გრძელდება სიოსკენ
MOB Burgers-ში გემრიელი შესვენების შემდეგ წრეს Sio Print-თან მიჰყავხარ. სიო პრინტი არის შემოქმედებითი და კონცეპტუალური პრინტშოპი თბილისში, სადაც ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნიკალური ილუსტრაციები იბეჭდება - ეს არის სივრცე, სადაც ურბანული ესთეტიკა, დიზაინი და ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან.
როგორც Sio Print - ის გუნდი აღნიშნავს, მსგავს პროექტებში მონაწილეობა მათთვის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია:
„მცირე ბიზნესების ჯაჭვში ჩართვა ჩვენთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან სიო ლოკალურ ენერგიასა და შემოქმედებას აერთიანებს. ჩვენთვის ურთიერთმხარდაჭერა არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ სოლიდარობის ფორმაა. მსგავსი პროექტები მცირე ინიციატივებს მასშტაბსა და ხილვადობას მატებს და გვეხმარება, ჩვენი სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ“.
ჩაერთეთ ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut
თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გსურთ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი.
პროცესი მარტივია:
● შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას;
● მიიღეთ პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით პოსტერს, რომლითაც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანთ;
● უმასპინძლეთ მომხმარებელს: მოემზადეთ სტუმრებისთვის, რომლებიც ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესიდან, ფასდაკლების ვაუჩერით სწორედ თქვენთან მოვლენ.
ჯაჭვის მონაწილეები უკვე ქმნიან მომხმარებლის საერთო მარშრუტს. განახლებადი სიის ნახვას კი რუკაზე შეძლებთ.
აღნიშნული კამპანია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალა ერთობაშია. საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მცირე ბიზნესები უფრო სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან და მიიწევენ წინ. წრე არ ჩერდება, თვალი ადევნეთ სიახლეებს, რადგან მომდევნო სტატიებში პროექტის სხვა გამორჩეულ მონაწილეებზეც მოგიყვებით.
(R)
