თბილისი (GBC) – ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ კვირის პირველი სავაჭრო სესია Bloomberg-ის პლატფორმაზე რყევით დაიწყო და თბილისის დროით 10:38 საათისთვის 0,12%–ს კარგავს.

ამ დროისთვის $1 2,5840 ღირს. დილის საათებში ლარი ყველაზე მეტად 2,5850–მდე იყო გაუფასურებული, ხოლო ყველაზე მყარი მაჩვენებელი 2,5775 ნიშნულზე დაფიქსირდა.

წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით 4,49%–ით არის გამყარებული. ბოლო 52 კვირის განმავლობაში კი ლარის კურსი დოლართან 2,4750–3,0550 დიაპაზონში მერყეობდა.