თბილისი (GBC) - „მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორც რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში“, - წერს,  ნოემბერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტობიდან გადამდგარი პაპუნა ლეჟავა. 

ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქმიანობის დაწყებაზე, პაპუნა ლეჟავამ  Linkedin-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა .

პაპუნა ლეჟავამ უფლებასმოსილება ვადამდე (12/2025) მოიხნა,  სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან ნიკოლოზ გაგუასთან და არჩილ მესტვირიშვილთან ერთად.

3 ვაკანტურიდან 2 უკვე შეივსო, ვიცე-პრეზიდენტები არიან ეკატერინე გალდავა და ეკატერინე მიქაბაძე.