თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკს კაპიტალზე უკუგება შეუმცირდა.
მომგებიანობის კოეფიციენტი (ROE), 1 მაისის მდგომარეობით, 9.2%-მდეა (01.05.2024 – 12.4%)
შემცირებულია საბაზრო წილი, დაკრედიტებით, 2.1%-მდე (01.05.2024 -2.24%). დეპოზიტებით კი პროკრედიტი 2.17%-იან წილს ინარჩუნებს
ბანკი, გერმანული კაპიტალით და ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგით (BB+), მსხვილპორტფელიან ბანკებში, 2.04%-იანი წილით, №7-ა. (L/y №6 2.21%).
შემცირებულია ბანკის წმინდა მოგება. იანვარ-აპრილის (2025) მაჩვენებელი 9.7 მლნ ლარია (L/Y – 12.6 მლნ; -22.5%Y.Y).
პროკრედიტ ბანკი |
01/05/25 |
01/05/24 |
სესხები |
1.385.5 |
1.243.6 |
სა% შემოსავალი |
.44.615 |
.42.005 |
მ.შ. სესხებიდან |
38.895 |
33.486 |
წმინდა არა% შემოსავალი |
(-16.180 ) |
(-10.580) |
მ.შ.ვალუტით ვაჭრობიდან |
4,194 |
4,350 |
წმ. მოგება |
9.778 |
12.616 |
000₾ |
000₾ |
|
კაპიტალზე უკუგება (ROE |
9.18% |
12.4% |
წყარო: კომერციული ბანკი & BRG