თბილისი (GBC) - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ძნელაძემ, ეროვნული ვალუტის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 3 ათეული წლის გასვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი დატვირთვა აქვს ეროვნულ ვალუტას ქვეყნის მომავლისთვის.
ძნელაძე ლარის სტაბილურობისთვის სებ-ის გაწეული აქტივობებით კმაყოფილია. კითხვაზე რამდენად სტაბილური იქნება ლარი, ბანკების ლობმა კიდევ ერთხელ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მცურავი კურსის პირობებში (ბაზარი მოთხოვნა-მიწოდებაზეა აწყობილი) ლარის მომავალი ტრენდი არ განიჭვრიტება. პროგნოზირება შეუძლებელია.
თუმცა, ზაფხულში ლარის მდგომარეობაზე გარკვეული დაშვებების გაკეთება შესაძლებელია, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით.
ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ზაფხულში მკვეთრი შოკები არ არის მოსალოდნელი.