„მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოში მეორედ ამოქმედდა: რას ნიშნავს ეუთოს...
გაერთიანებულმა სამეფომ
ეს გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი დელეგაციების
სახელით: ალბანეთი,
ავსტრია, ბელგია, ბოსნია და
ჰერცეგოვინა, კანადა,
ჩეხეთი, დანია, ესტონეთი,
ფინეთი, გერმანია,
ირლანდია, ისლანდია,
ლატვია, ლიხტენშტეინი,
ლიეტუვა, ლუქსემბურგი,
მოლდოვა, მონტენეგრო,
ნიდერლანდები, ნორვეგია,
სლოვენია, უკრაინა,
გაერთიანებული სამეფო და
შვედეთი.შესაბამის
განცხადებას დიდი
ბრიტანეთის საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.კერძოდ,
განცხადებაში აღნიშნულია,
რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს
“მოსკოვის მექანიზმი”
გაააქტიურა, რათა
საქართველოში ადამიანის
უფლებების მხრივ
ვითარების გაუარესების
გამო ექსპერტული მისია
შეიქმნას.ასევე,
განცხადებაში ისინი
მოუწოდებენ საქართველოს,
ითანამშრომლოს და ხელი
შეუწყოს მისიის
მუშაობას.“როგორც ეუთოს
წევრმა ქვეყანამ,
საქართველომ ადამიანის
უფლებებისა და
ფუნდამენტური
თავისუფლებების დაცვის
ვალდებულებები აიღო. მან
ასევე აღიარა, რომ
ადამიანის უფლებებისა და
ფუნდამენტური
თავისუფლებების
პატივისცემა საკვანძო
ფაქტორია მშვიდობის,
სამართლიანობისა და
კეთილდღეობისთვის, რაც
საჭიროა ქვეყნებს შორის
მეგობრული ურთიერთობებისა
და თანამშრომლობის
უზრუნველსაყოფად”, -
ნათქვამია
განცხადებაში.ასევე,
განცხადებაში ვკითხულობთ:
"2024 წლის დეკემბერში ეუთოს
38-მა ქვეყანამ
საქართველოსთან
მიმართებაში “ვენის
მექანიზმი” გაააქტიურა,
რათა საქართველოში
მიმდინარე მოვლენებზე
შეშფოთება გამოეხატათ და
მეტი ინფორმაცია
მოეთხოვათ, თუმცა,
განცხადებაში აღინიშნება,
რომ მას შემდეგ
საქართველოს მთავრობის
მიერ ადამიანური
მიმართულებით საერთო
ვალდებულებებისა და
ადამიანის უფლებების
საერთაშორისო
ვალდებულებების დაცვის
მხრივ მათი შეშფოთება
მხოლოდ
გაიზარდა”.“ვადასტურებთ 2025
წლის განმავლობაში ჩვენს
დელეგაციებთან
საქართველოს ჩართულობას,
კონსტრუქციული მიდგომის
სულისკვეთებით ჩვენმა
დელეგაციებმა დღეს ოდირის
დირექტორს მისწერეს. ხაზს
ვუსვამთ, 2024 წლის “ვენის
მექანიზმში” დაყენებულ
კითხვებზე საქართველოს
პასუხს და საქართველოს
მოვუწოდებთ,
ითანამშრომლოს და ხელი
შეუწყოს მისიის მუშაობას,
“მოსკოვის დოკუმენტის” მე-6
პარაგრაფის შესაბამისად.
ასეთი ჩართულობა
კონსტრუქციული და ღია
დიალოგისთვის კეთილი
ნებისა და მზაობის
დემონსტრირება
იქნება.სხვა ყველაფერთან
ერთად მისი მიზანი იქნება:
საქართველოს ადამიანის
უფლებებისა და
ფუნდამენტური
თავისუფლებების მხრივ
ბოლო მოვლენების
დოკუმენტირება; ამ
მოვლენების ზეგავლენის
შეფასება მათ შორის
საქართველოს სამოქალაქო
საზოგადოებაზე, მედიის
თავისუფლებაზე, კანონის
უზენაესობასა და
სასამართლო სისტემის
დამოუკიდებლობაზე,
პოლიტიკურ პლურალიზმსა და
დემოკრატიული
საზოგადოების სხვა
სტრუქტურულ
კომპონენტებზე, რომლებიც
საფუძვლად უდევს
უსაფრთხოების ეუთოს
ყოვლისმომცველ
განმარტებას; მოგვცეს
რეკომენდაციები თუ როგორი
რეაგირება უნდა მოხდეს
შემაშფოთებელ
საკითხებზე”, - ნათქვამია
დელეგაციების მიერ ეუთოს
დირექტორისადმი გაგზავნილ
წერილში.რა არის „მოსკოვის
მექანიზმი“?ეს არის ეუთოს
ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი
დიპლომატიური
ინსტრუმენტი, რომელიც
საშუალებას იძლევა,
შეიქმნას დამოუკიდებელ
ექსპერტთა მისია იმ
ქვეყანაში, სადაც
ადამიანის უფლებების
მხრივ კრიზისული
ვითარებაა.მექანიზმის
ამოქმედებას არ სჭირდება
იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც
კვლევა ტარდება. აქ
ჩვეულებრივ იქმნება
3-კაციანი მისია (ეუთო/OSCE)-ის
მიერ შერჩეული
ექსპერტებისგან.
საქართველოს აქვს უფლება,
ერთი ექსპერტი თავად
დანიშნოს
სიიდან.ამოქმედება არ
ხდება ავტომატურად –
საჭიროა ოფიციალური
მოთხოვნა. ტრადიციულად, თუ
ერთ სახელმწიფოს სურს
მექანიზმის ამოქმედება და
მას მხარს უჭერს 9 სხვა
სახელმწიფო, მექანიზმი
შეიძლება გააქტიურდეს იმ
სახელმწიფოს თანხმობის
გარეშეც, სადაც სავარაუდოდ
დაირღვა ადამიანის
უფლებები.საქართველოს
შემთხვევაში, მექანიზმის
ამოქმედებას მხარი
დაუჭირა 24-მა ქვეყანამ.რას
შეისწავლის მისია
საქართველოში?გავრცელებული
განცხადების თანახმად,
საერთაშორისო ექსპერტები
ყურადღებას გაამახვილებენ
2024 წლის გაზაფხულიდან
განვითარებულ მოვლენებზე,
კერძოდ: რეპრესიული
კანონმდებლობა:
სამოქალაქო სექტორისა და
მედიის წინააღმდეგ
მიმართული რეფორმები.
პოლიტიკური დევნა:
ოპოზიციური პარტიების
შესაძლო აკრძალვა და
ლიდერების დაკავება.
არჩევნების მთლიანობა:
დარღვევები,
განსაკუთრებით
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნების ჭრილში.
ძალადობა და დაშინება:
პოლიციის მხრიდან ძალის
გადამეტება,
დეზინფორმაციული
კამპანიები და
ჟურნალისტებზე ზეწოლა. რა
შედეგი მოჰყვება ამ
პროცესს?მოსკოვის
მექანიზმი არ არის
სასამართლო და მას არ აქვს
სანქციების დაწესების
ბერკეტი. თუმცა, მისი
ანგარიში წარმოადგენს
ავტორიტეტულ ფაქტობრივ
მტკიცებულებას, რომელსაც
ეყრდნობა: საერთაშორისო
დიპლომატიური და
პოლიტიკური ზეწოლა
გაეროსა და სისხლის
სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს (ICC) შემდგომი
სამართლებრივი პროცესები
მანამდე აღნიშნული
მექანიზმი გამოიყენებოდა
ისეთ კრიზისულ წერტილებში,
როგორიცაა: ჩეჩნეთი,
ბელარუსი და თურქმენეთი.2024
წლის ბოლოს საქართველოში
მისიის გამოგზავნა
ოპოზიციურმა კოალიციებმაც
მოითხოვეს. მათ შორის:
კოალიცია
„ცვლილებისთვის“, „ძლიერი
საქართველო“,
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობა“, „გახარია
საქართველოსთვის“.საქართველოს
მიმართ ეუთოს „მოსკოვის
მექანიზმი“ სულ ორჯერ იქნა
ამოქმედებული. პირველად ეს
იყო 2008 წლის ნოემბერში,
აგვისტოს ომის შემდეგ.
მაშინ მექანიზმი
ამოქმედდა საქართველოში
(კონფლიქტის ზონაში)
ადამიანის უფლებების
მდგომარეობისა და
საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის
დარღვევების შესასწავლად.
მეორედ კი ამოქმედდა გუშინ,
2026 წლის 29 იანვარს.
1769752140