თბილისი (GBC) – რუსთავი-თბილისის მარშრუტისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად მთავრობამ 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 521 ათასი ლარია.

შესყიდვის ობიექტია 8-9 მეტრის სიგრძის, დაბალიატაკიანი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსები, რომლებიც მინიმუმ 50 მგზავრზე იქნება გათვლილი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული. სალონი აღიჭურვება გათბობა-კონდიცირების სისტემით, USB პორტებითა და საინფორმაციო მონიტორებით.

ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად, რუსთავში უნდა მიაწოდონ. ტენდერში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.