თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის მომგებიანობა კაპიტალზე (ROE), 1 ნოემბრისთვის 25.6%-ია (10m/2021 - 31.9%).  კლება სანქცირებული ვითიბის უარყოფითი მაჩვენებლის (-30%) ეფექტითა.  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს გაცხადებული აქვს, რომ წელს სექტორი 20%-იანი უკუგებაზე გავა, რაც ინვესტორების კმაყოფილებას განაპირობებს.

3 ბანკს  (BOGG; TBC, LB) სისტემურობის ბუფერისთვის  კაპიტალი მეტობით მოეთხოვება  +2.5%; +2.5%; +1.5%. თუმცა ახალი წლიდან ლიბერთის 1%-მდე უმცირდება. ხოლო TBC/BOGG-დან, რომელიმეს წილი მოზიდულ დეპოზიტებში, თუ 40%-ს გადააჭარბებს, 2.5%-ს კიდევ 0.5% დაემატება. 

მსხვილკაპიტალიან ბანკებში,  კაპიტალზე ყველაზე  მაღალი უკუგება არაბი შეიხების ბანკს აქვს, მას მოყვება გერმანული საბანკო ჯგუფის წევრი და ჩინური ჰუალინგ ჯგუფის ბაზისბანკი.

ქართულ საბანკო სექტორში უცხოური კაპიტალი  10.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (2021 – ₾ 9.8 მლრდ). ადგილობრივი კაპიტალით - 327 მლნ ლარი, ბაზარზე ერთი ბანკია -ქართუ.

ბანკები ROE-ს მიხედვით

საქართელოს ბანკი 32.87%

თიბისი ბანკი          30.48%

ლიბერთი ბანკი      16.85%

ბაზისბანკი              17.94%

კრედო                   14.47%

პროკრედიტ ბანკი  18.44%

ტერა ბანკი             20.88%

თანმიმდევრობა აქტივების მიზხედვით