თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის ცნობით, 22–26 მაისის კვირაში ქართული კომპანიების ევროობლიგაციების შემოსავლიანობა, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად შემცირდა. ზრდა მხოლოდ საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციების შემოსავლიანობამ აჩვენა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.19%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 99.95 (-0.17% წინა კვირასთან შედარებით).

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.49 ფასად (-0.05% წინა კვირასთან შედარებით), 7.51%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 89.82 (+0.07% წინა კვირასთან შედარებით), 6.67%-იანი შემოსავლიანობით.