თბილისი (GBC) - „ბანკ ქართუს“ სავალუტო ანაბრების პორტფელი შეუმცირდა. 01.07.2024-ის მდგომარეობით, 992 მლნ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. ლარის ვადიან, მოთხოვნამდე საანაბრე და მიმდინარე ანგარიშებზე მხოლოდ 220 მლნ ლარია.
სავალუტო ანაბრები მაისის ბოლოს მილიარდს აღემატებოდა. კლებაა, თუმცა ძირითადად კურსის ეფექტით რადგან, ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მაისში უფრო გაუფასურებული იყო ლარში მეტობით გამოისახა.
ქართუს დეპოზიტების პორტფელის 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშებია, რომლის 80%-ზე მეტი სავალუტოა. დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი (80%) აქვს ვადიან ანაბრებსაც.
ქართუ ბანკი უფრო მეტ იურიდიულ პირს ემსახურება ვიდრე ფიზიკურს შესაბამისად, კომპანიების დეპოზიტების წილი 61%-ია.
იურიდიული პირების დეპოზიტების პორტფელით, 3.8%-იანი წილით, "ქართუ", მსხვილ პორტფელიან ბანკებში, მე-5 ადგილზეა.
01.07.2024 (₾) |
01.06.2024 (₾) |
|
მთლიანი აქტივები |
1 780 900 000 |
1 780 861 500 |
მთლიანი სასესხო პორტფელი |
924 700 000 |
908 992 000 |
კლიენტების დეპოზიტები |
1 216 728 000 |
1 257 817 175 |
o მიმდინარე |
|
642 555 055 |
o მოთხოვნამდე |
|
9 416 400 |
o ვადიანი |
|
606 000 000 |
|
||
სააქციო კაპიტალი |
427 099 000 |
425 202 000 |
მიმდ. წლის მოგება (ზარალი) |
15 985 214 |
14 100 174 |
წყარო: კომერციული ბანკი