თბილისი (GBC) - ამერიაბანკი 5 მლრდ დრამის მოცულობის ობლიგაციების განთავსებას 20 ნოემბერს დაასრულებს.
ამერიაბანკმა 9 თვე $107 მლნ-ის (41.6 მლრდ დრამი) მოგებით დაასრულა. საქართველოს ბანკის სომეხი შვილობილის წმინდა მოგების 21%-იან ზრდაზე სააგენტო „არკა“ წერს (L/Y- 34.3 დრამი; +21.2%Y.Y).
აღნიშნული მაჩვენებლით, ამერიაბანკი №2-ა სომხეთის ბაზარზე, რომელზეც სულ 15 ბანკი ოპერირებს. წამყვანი ხუთეულის (არდშინბანკი, ამერიაბანკი, ინეკსბანკი, აკბა ბანკი, IDბანკი) წილი სექტორის მოგებაში 70%-მდეა.
TOP-5-ის წმინდა მოგებაში (180 მლრდ დრამი) კი ბანკი ქართული კაპიტალით, 23.1%-ით არის წარმოდგენილი. სომხეთის მთლიანი საბანკო სექტორის კრებსითი 9 თვის მოგება 268 მლრდ დრამამდეა ($433 მლნ).
TOP-5 მლრდ AMD
9m/2024 |
9m/2023 |
|
ამერიაბანკი |
41.6 |
34.3 |
არდშინბანკი |
82.6 |
57.0 |
ინეკსბანკი |
22.8 |
19.2 |
აკბა ბანკი |
21.4 |
20.9 |
ID ბანკი |
12.3 |
11.7 |
ამერიაბანკის მომგებიანობა (ROE) 25%-ს აღემატება. საქართველოს ბაზარზე, საქართველოს ბანკის უკუგება კაპიტალზე (ROE) კი 30%-ს აჭარბებს. 04/2024-ის მდგომარეობით, ბანკის საწესდებო კაპიტალი ADM 54.4 მლრდ-ია. აქციების 90% საქართველოს ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, 10% EBRD-ს.
სომხურ უნივერსალური ბანკის აქციების შესყიდვის $303.6 მილიონიან ტრანზაქციაზე საქართველოს ბანკის ჯგუფმა თებერვალში განაცხადა. სექტემბერში კი 5 მლრდ დრამის მოცულობის ობლიგაციების ემისიაზე (ნომინალი 100 000, ვადა 27 თვე), რომელიც ეტაპობრივად თავსდება და 20 ნოემბერს სრულდება.
მთლიანი განთავსება 20 ნოემბერს სრულდება. ფასი განთავსების დღეების მიხედვით .
წყარო: BRG