თბილისი (GBC) – „ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორის პოსტზე გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ შეცვალა. ამის შესახებ commersant.ge წერს.

ამ დრომდე გელენიძე „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

ზურაბ გელენიძე „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" მისვლამდე საბანკო სექტორში მუშაობდა: 2011 – 2013 წლებში „თიბისი ბანკში" დირექტორის მოადგილე იყო; 2010–2011 წლებში HSBC-ში საქართველოს  კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილის პოზიციაზე იყო; 2006 - 2010 წლებში БТА Silk Road ბანკის კომერციული დირექტორი იყო; 2004 - 2006 წლებში  - „იბერია რეფრეშმენტსის“ ფინანსური დირექტორი.  1998 - 2004 წლებში კი „საქართველოს ბანკში" მუშაობდა.