თბილისი (GBC) - 23-26 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ჯუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრების 15 ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

კონტინენტის პირველობის მოსაპოვებლად იასპარეზებენ:

  • გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.)
  • ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (60 კგ.)
  • ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)
  • ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)
  • გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.)
  • ლუკა მაისურაძე (90 კგ.)
  • ილია სულამანიძე (ილია სულამანიძე (100 კგ.)
  • გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
  • ჯულიეტა როდონაია (48 კგ.)
  • ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ.)
  • ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.)
  • მარიამ ჭანტურია (70 კგ.)
  • სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.)

რაც შეეხება შერეულ გუნდურ პირველობას, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ.), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.