თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდაში სამომხმარებლო სესხების წვლილი სტაბილურად 4.2%-ია, გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული. შარშან ზაფხულს 4.5%-მდე იყო.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მთლიანი დაკრედიტების წლიური ზრდაა 14.7%Y.Y. სამომხმარებლო სესხები კი წლიურად  20.74%-ით არის გაზრდილი. მ.შ. ლარში +21.7%Y.Y, უცხოურ ვალუტაში +10.3%-მდე.

ბანკების მთლიან პორტფელში სამომხმარებლო სესხების წილი კვლავ მზარდია. სებ-ის საფინანსო სექტორის მიმოხილვით  21.8% -ს შეადგენს (L/Y – 19.2%)

 

16.473 მლრდ ლარიდან მხოლოდ 1.243 მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში.