თბილისი (GBC) - საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხზე კიდევ 0.2%პ-ით შემცირდა. კვარტალური ანგარიშით (Q1/2025) ნომინალური განაკვეთი (საშუალო შეწონილი) საპენსიო სესხის ნაშთზე 24.2%-ია (Q4/2024 – 24.38%).
მთლიან პორტფელზე ეფექტური განაკვეთი საანგარიშო კვარტალში არ არის მითითებული. წინა კვარტალში კი 25.81% -ით განისაზღვრებოდა.
ბანკის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში (ცხელი ხაზი) განაცხადეს, რომ საპენსიო სესხები 24-25% წლიური განაკვეთით გაიცემა.
ეფექტურის მითითება სამომხმარებლო სესხზეც უჭირთ. ოპერატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის დამუშავების პროცესშია შესაძლებელი.
ნომინალური განაკვეთი, კი, ლიბერთის სახელფასე კლიენტისთვის 9.9%-დან, სხვა ბანკის კლიენტისთვის 15.9%-დან განისაზღვრება.
სამომხმარებლო სესხები, მ.შ. საპენსიო 4 წლამდე ვადით გაიცემა. მსესხებლის ასაკი სესხის დასრულებისას 84-ს არ უნდა აღემატებოდეს (ოვერდრაფტი 76 წ.-მდე).
Q1/2025-ის მდგომარეობით, საპენსიო (და სხვა სოც გასაცემლებით) უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (მთლიანი ღირებულება და არა ძირი თანხა) 439.7 მლნ ლარია (2024 – ₾431.3 მლნ ლარი)
2025-ის I კვარტალში მოცულობა გაზრდილია სესხების რაოდენობა შემცირებული. სულ, 286 877 ერთეული კრედიტია გაცემული (01.01.2025 - 294 991 )
წლიურად მოცულობა 4.7%-ით გაზრდილია, რაოდენობა შემცირებული Q1/2024 – 420 მლნ; 341 388 ცალი სესხი)
Q1/2025 (₾ |
01.01.2025 (₾ |
|
სამომხმარებლო სესხები |
1 455 895 186 |
1 399 272 463 |
მომენტალური განვადება |
|
|
ოვერდრაფტი |
12 132 831 |
12 996 439 |
საკრედიტო ბარათები |
4 915 787 |
4 827 596 |
იპოთეკური სესხები |
56 744 924 |
56 005 175 |
საცალო ლომბარდი |
522 397 548 |
441 426 949 |
სულ საცალო პროდუქტები |
2 161 165 635 |
2 021 217 650 |
პენს/ სხვა სოც. გასაცემლით |
439 722 236 |
431 322 463 |
წყარო: NBG , Liberty, BRG
როგორც იცით, გასულ წელს (Q1/2024) 2023 წლამდე გაცემული საპენსიო სესხების განაკვეტი დაკორექტორდა. 15 მარტიდან 25%-იანი ჭერი ამოქმედდა (TIBR6M + 15%, არაუმეტეს 25%), რომლითაც 150 000 -მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
შეღავათი ვადაგადაცილებულ სესხებზე ნაწილობრივ გავრცელდა. ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩა, ხოლო ცვლილების დღიდან, 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდა.