თბილისი (GBC) - ფინტექ ინდუსტრიის პროგრესი და პოტენციალი განიხილეს საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სებ-ის  საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ მონაწილეებს მარეგულირებლის ხედვა გააცნო, ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე აღნიშნა.

შეხვედრაზე ფინტექის განვითარების სტრატეგია წარადგინა სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ.

სტრატეგია გულისხმობს ერთიანი ეროვნული ჩარჩოს შექმნას, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას საჯარო და კერძო დაინტერესებულებს შორის, ქვეყნის შიგნით და ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე, კოორდინირებული ძალისხმევით ინკლუზიური ფინტექ ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის.

სტრატეგიულია „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს პოზიციონირება რეგიონულ ფინტექ-ჰაბად. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მსოფლიოს ფინტექ ბაზარზე არსებულ მდგომარეობა. ასევე სიახლეებზე რეგულაციაში.

ღონისძიებას ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სექტორის მნიშვნელოვანი სტეიკჰოლდერები ესწრებოდნენ.