თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურების – SOLO Business წარდგენაზე განაცხადა. 

SOLO Business საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად, საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა. ის აერთიანებს საბანკო და არასაბანკო სერვისებს, ბიზნესის ოპტიმალურ მართვის ხელშეწყობისთვის.

SOLO Business-ის ძირითადი კომპონენტებია:

  1. SOLO Business Lounge – ერთ სივრცეში სრულფასოვან საბანკო მომსახურებას როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების მართვისთვის.
  2. პერსონალური ბიზნეს ბანკირი – ფინანსური ექსპერტი, რომელიც ბიზნესს კონკრეტული სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
  3. ბიზნეს კონსიერჟი – ასისტენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებს მართავს, მათ შორისაა ღონისძიებების, მივლინებების დაგეგმვა, დოკუმენტაციის თარგმნა და ბიზნეს ღონისძიებების მართვა.
  4. SOLO Business Lifestyle – აქ ერთიანდება ექსკლუზიური ბიზნეს შეხვედრები, პარტნიორული შეთავაზებები და სხვა უპირატესობები, რომლებიც ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს.
  5. Galt & Taggart-ის კვლევები და ანალიტიკა –  წვდომა სექტორულ კვლევებზე, ანალიტიკასა და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას უწევს.

საწყის ეტაპზე, მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის SOLO ლაუნჯშია ხელმისაწვდომი, რომელიც პ. მელიქიშვილის 5/7 და რუსთაველის 43-ის კვეთაზე მდებარობს. ახალ ლაუნჯზე SOLO-ს გუნდმა იტალიურ სააგენტო DINN!-თან ერთად იმუშავა.

“SOLO Business-ის შექმნა გარდამტეხი ეტაპია საქართველოში ბიზნეს მომსახურების სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. ამ სიახლით ვაერთიანებთ მაღალი დონის საბანკო პროდუქტებს, პერსონალურ საბანკო მომსახურებას, ბიზნეს ასისტენტის მხარდაჭერას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სხვა უპირატესობებს. კარგად გვესმის, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა დროული რეაგირება, ინფორმაციაზე წვდომა და სანდო პარტნიორი, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევებს ეფექტიანი ინსტრუმენტებით უპასუხებს. 

ამიტომ შევქმენით SOLO Business, რათა ბიზნესს მივცეთ თავისუფლება, ფოკუსირდნენ ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე, ჩვენ კი მხარი დავუჭიროთ ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სტრატეგიული პროცესების მართვაში” - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გაიგე მეტი SOLO Business-ის ახალი ვებგვერდიდან.