თბილისი (GBC) – საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 500 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.
ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობები სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ სიჩქარის გადაცემათა კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 144 376 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.