თბილისი (GBC) - სავალუტო იპოთეკის განაკვეთი კიდევ 0.2პპ-ით შემცირდა,7.8%-მდე.

სებ-ის თვის მიმოხილვით, ივნისში იურიდიული პირების სავალუტო სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 9.6% -მდეა დაკლებული.

ეროვნულ ვალუტაში იურიდიული პირის სესხზე პროცენტი 12.6%-ია, იპოთეკა  - 11.5%-დან.

მიმოხილვაშის ასევე  სავალუტო დაკრედიტების აჩქარებაზეა აღნიშნული, ტემპი 0.4 პპ-ით, 14.2%-მდე გაიზარდა,
ხოლო ეროვნული ვალუტით კი 0.2 პპ-ით.

ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხები 14.209 მლრდ ლარია. მ.შ. 10 მლრდ ლარია ადგილობრივ ვალუტაში, 4.2 მლრდ ლარამდე ეკვივალენტი კი უცხოურ ვალუტაში..