თბილისი (GBC) - „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა ეკატერინე მიქაბაძე, სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტი.

ეკატერინე მიქაბაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ახალი ემიტენტების გამოჩენა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ როლს გრძელვადიანი რესურსების მოზიდვაში.

მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სექტორული წარმომადგენლობის გაფართოებაზე. „ნუტრიმაქსი“ ცხოველთა საკვების წარმოებიდან პირველი ემიტენტია.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე მიმოიხილა კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის დინამიკა.აღნიშნა, რომ 2025 წელი ემისიების მოცულობით რეკორდული იყო.

წლევანდელი (იანვარ-მაისი) განთავსებები (5 ემიტენტის) 330 მილიონი ლარია. 

„ნუტრიმაქსიმა“ $10 მილიონის 2-წლიანი ობლიგაციები 8.5%-ად გამოუშვა.