თბილისი (GBC) – საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR, ბუქარესტი - თბილისი - ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, DAN AIR ფრენებს განახორციელებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.
