თბილისი (GBC) - სებ-მა ფასტფეი დააჯარიმა, AML კანონმდებლობის დარღვევისთვის
ზედამხედველმა სგს-ს (ელექტრონული საფულე) რამდენიმე დარღვევა აღმოუჩინა. მ.შ. ინფორმაციის არასწორად წარდგენის, რაც 2 000 ლარით სანქცირდება
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა იგნორირებულია 2 კლიენტთან, ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვის უქონლობის გამო.
4 შემთხვევაში იყო ანგარიშგების ნაწილში, ეროვნული ბანკისთვის არასწორად მიწოდების. 2 (ორი) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
ასევე გამოვლინდა პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირება.