თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტი 2 300 ლარით დაჯარიმებულია. სებ-ის ინფორმაციით, საბროკერო კომპანიას 2 000 ლარი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის არასწორად წადგენის ფაქტზე გამოეწერა.

კლიენტთან დადებული გარიგების არასწორად დეკლარირების თითო შემთხვევა AML  კანონმდებლობის მოთხოვნით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა/დაკისრება/აღსრულების წესის შესაბამისად 2 000 ლარით სანქცირდება.

ამას დაემატა 300 ლარიანი ჯარიმა, საეჭვო ტრანზაქციაზე, ინფორმაციის დაგვიანებისთვის. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმიების ვადა 5 დღეა. დარღვევის თითეული ფაქტი კი 300 ლარით სანქცირდება.

წელს, ეს, საბროკეროებისთვის სებ-ის დეკლარირებული პირველი ჯარიმაა. 2023 -ში რამდენიმე საბროკერო დაჯარიმდა, მ.შ. TBC კაპიტალიც.

სულ ბაზარზე 9 საბროკერო კომპანიაა.