თბილისი (GBC) - არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე მეტი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა , -

ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში განათლებული მოქალაქეებისგან მოახლოებული საფრთხეების პრევენციისთვის, "რუსული კანონის" მიღების საჭიროებაზე განაცხადა.

ჯავაჰარლალ ნერუს ციტირებამდე, მან ტრადიციულად, წინა ხელისუფლების არაჰუმანურ მმართველობაზე ისაუბრა, თუმცა ამჯერად დამნაშავედ ენჯეო სექტორი გამოაცხადა, რომლის დანიშნულმა რევოლუციურმა კომიტეტმა ამოაგდო ეს ქვეყანა და გააღარიბა. 

"ენჯეოების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, ოცნების მხარდასაჭერად, პარლამენტთან მისულ მოქალაქეებს.

მოზეიმეებს მან უთხრა, რომ, ენჯეოების დაფინანსება, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას, მათ ხელისუფლებაში მოყვანას ხმარდება და ამ თანხებს არავითარი საერთო აქვს დახმარებასთან.

ისინი არიან აკაკისეული ღამურები. ღამურა, რომელიც ვერც უცხოელდება და იდენტობასაც კარგავს. წერეთლის პერსონაჟის სახეს ხედავს ის, რადიკალურ ოპოზიციაში, რომელსაც, სახე არ დაუკარგავს ქვეყნის მმართველობის ხანაშიც. 

პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფიქრობდა, რომ მისია ამოწურა 2012-ში, თუმცა აღმოჩნდა რომ გასაგრძელებელია. ის პრინციპულად და თავდადებით აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, რომელსაც გლობალური ომის პარტია ემუქრება. პარტია, რომელმაც ჯერ 2008 წელს დააპირისპირა საქართველო რუსეთთან, 2022-2024 წლებში კი უკრაინა ჩააგდო მძიმე დღეში. 

სუვერენიტეტს გვართმევს ენჯეოების დაფინანსება და ამიტომ არის, მისი თქმით, გაუმჭვირვალობის წინააღმდეგ  ბრძოლა ჩვენი ვალი.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ახლა მართავს პროფესიონალების გუნდი და ურეიტინგო ნაციონალები ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა მოდუნება მაინც არ გამოვა და ხალხსაც სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

აგენტების "ქართული კანონიც" მისი თქმით ამ მიზანს ემსახურება. შარშან გაწვეული კანონის შემობრუნება მან "რკინის" არგუმენტებით ახსნა, რომ შარშან შეცდენილი ხალხის შფოთვა აშფოთებს. და მეორე, როგორც აღნიშნა, ამასთან გასაფრთხილებელია ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობაც.

თავად მიაჩნია, რომ უზადო ხელოვანია. პოლიტიკის მთავარი ხელოვნება, სწორ დროს სწორი ნაბიჯებია და თვლის რომ გადადგმა, არჩევნებამდე ჯობდა. 

"იგივე ძალები, რომლებიც 2-4 წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენ ქვეყანას ახალი ძალით შეუტევდნენ", - ივანიშვილის თქმით, ძალების მოკრების ნაცვლად ისინი ახლა ამ ენერგიას ნაადრევად ანიავებენ, რაც აგენტურას დაასუსტებს.

მიაჩნია, რომ კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული, - "ამით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ".

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოცნებაზე ნაწყენია საზოგადოების ნაწილიც, ვისაც მიაჩნია, რომ ნაციონალები სათანადოდ არ დასაჯა. აღნიშნა, რომ ამჟამად სასჯელს იხდის მიხეილ სააკაშვილი.

წუხს რომ მთლიანად ნაცმოძრაობა არ გასამართლებულა. მოძრაობა, რომელიც გარე ძალებმა ისევე მოავლინეს  რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე, ხელისუფლებად.

იმ სიბნელეში, პარლამენტთან შეგროვილებისთვის ბუნდოვანი დარჩა პარტიის როლი.  როგორც ივანიშვილმა ჩასძახა,  ევროპარლამენტარებზეც გლობალური ომის პარტია ზემოქმედებს. რომლებიც ნამოძრაობის ლიდერებს ქომაგობენ. სრულიად არაევროპული რეზოლუციის მიღება, ევროკავშირს, ასევე გლობალურმა ომის პარტიამ აიძულა.

ივანიშვილი იქ მდგარ მოქალაქეებს ახალ შესაძლებლობებზეც ელაპარაკა. თუ არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს, გაჩნდება შესაძლებლობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის, მკაცრი პოლიტიკური განაჩენისა.

ივანიშვილს ჰგონია, მის დასანახად, იქ მოხვედრილი ხალხის მთავარი საწადელი, პოლიტიკური პარტიის  დასჯაა.

ჭარბი ოპტიმიზმისგან მაინც თავი შეიკავა, სანახაობის მონაწილეები რომ არ გაეღიზიანებინა, როგორც 2014 წელს, როცა 2030 დააფუძნა.

როგორც მან თქვა, პოლიტიკური ალღო ჯერ კიდევ მაშინ კარნახობდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც სხვებს, მისგან განსხვავებით, შორეულად ეჩვენებოდათ. რჩება სულ რაღაც 6 წელი