თბილისი (GBC) - სებ-მა სავალუტო აქციონი ხუთშაბათსაც გამართა, თუმცა ბაზარმა მხოლოდ ნაწილი აითვისა. 

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა.

სებ-მა ამ 2 დღეში 2 ტრანზაქციით მიმოქცევიდან 100 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო. სებ-მა დოლარი დღეს უფრო ძვირად გაყიდა. ოთხშაბათს $1 -2,6841 ლარი ღირდა.

ამასთან სებ-მა, თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით არეული ბაზრის დასაშოშმინებლად, BMATCH-ზეც ივაჭრა.