თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.02%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.6%-იანი მატება.

2026 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.1%), რამაც -0.05 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.04 პ.პ. შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 12.6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.88 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (12.1%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.22 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.1%) და ძირითად ლითონებზე (8.5%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.34 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პ.პ.-ით იქონია გავლენა.