თბილისი (GBC) - სებ-მა კიდევ ერთი მიკროსაფინანსი ორგანიზაციის (მისო) დაჯარიმებაზე განაცხადა, AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის.
მისო ცენტრალს ანგარიშგების წესი აქვს დარღვეული: 1 შემთხვევაში ზედამხედველისთვის დოკუმენტაცია დაგვიანებით აქვს მიწოდებული. 2 შემთხვევაში სებ-ისთვის ინფორმაცია არასწორად აქვს მიწოდებული.
შესაბამისად 3 -ჯერ 2 000 ლარის ჯარიმა გემოეწერა და ჯამში 6 000 აქვს გადასახდელი.
მისოს პაკისტანელი მფლობელების ნაწილს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.
მ/ო "ცენტრალი" მიკროსაფინანსო ბაზარზე 6 მლნ-მდე კაპიტალით, 14.2 მლნ ლარის აქტივებით, მ.შ. 6.8 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილი. საპროცენტო შემოსავალი (2 237 830 ლარი) ძირითადად აქვს ლომბარდიდან (1 365 790 ლარი)
