თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს, მარკ კლეიტონსა და გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო. საუბრისას ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და მდგრადობას.
მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც ესწრებოდა.
