თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდაში სავალუტო სესხების წილი მზარდია. სებ-ის ოქტომბრის ანალიტიკური ცხრილების მიხედვით, სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2024) სავალუტოს წილი 6.3%-მდეა გაზრდილი (01.08.2024 – 6.1%; 01.09.2023 -7%).
სებ-ის რეგულაციების მიუხედავად, კოეფიციენტი 2023 -ის სასტარტო 5%-ს ვერ უბრუნდება. როგორც იცით, მარეგულირებელმა ჯერ სავალუტო დაკრედიტების ₾200 000-დან გაცემა შეზღუდა არაჰეჯირებული კლიენტებისთვის. შემდეგ კი ზღვარი 100 000 -100 000 -ით ორგზის გაზარდა. მსესხებელს თუ შემოსავალი ლარში აქვს და მისი ჯამური ვალდებულებები 400 000 ლარზე ნაკლებია, კრედიტორს სესხის გაცემის უფლება მხოლოდ ლარში აქვს.
200 000 ზღვარი წლებია მოქმედებს. თურნავას I ვიცე-პრეზიდენტობაში შევიდა ცვლილება და უცხოურ ვალუტაში მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამას მოჰყვა 300 000 -დან, შემდეგ კი 400 000 -დან. რაც შესაბამისად, სავალუტო სესხების წლიური გაცემების $180 მლნ-ით და $150 მლნ-ით კლებაზე იყო გათვლილი.
01.09.2024 -ის მდგომარეობით, უცხოურ ვალუტაში 23.8 მლრდ ლარის ექვივალენტია გაცემული (მიმდინარე ფასებით, 8.7 მლრდ აშშ დოლარის)
01.09.2023-ის მდგომარეობით, ბანკების სავალუტო სესხების პორტფელი 21.6 მლრდ ლარს შეადგენდა. სების მაშინდელი კურსით ($1/₾2.672) აშშ დოლარში თუ გამოვსახავთ, გამოდის $8 მლრდ.
ახლა სავალუტო დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა 14%-ია და ლარის დაკრედიტების კოეფიციენტს (+22.4% Y.Y) მთელი 8%პ-ით ჩამოუვარდება.
შარშან 14.8% იყო სავალუტო დაკრედიტების წლიური ზრდის მაჩვენებელი, ლარისას (+14.5% Y.Y) აღემატებოდა.
წყარო: BRG