თბილისი (GBC) - კომერციული ბანკებით უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. კლიენტების პრეტენზიები 3 000 -ს ასცდა.

ეროვნული ბანკის ივლისის სტისტიკით, კლიენტები ზედამხედველთან, ყველაზე მეტად, მიმდინარე ანგარიშის პირობებზე ჩივის, ხარვეზებზე, ბარათის მიწოდებასა და მის მომსახურებაში. ასეთი, 2 000 -ზე მეტი პრეტენზიაა (70%).

II პოზიციაზეა უკმაყოფილება, გაზრდილი საკომისიო და საჯარიმო განაკვეთების გამო. სებ-ში ბანკის და მიკრობანკის მომხმარებლის 1 936 პრეტენზიაა შესული.

ყველაზე უპრეტენზიო პროდუქტი შემნახველი ანაბარია ( 2 პრეტენზია). საკრედიტო -საინფორმაციო ბიროს მიმართაც  პრეტენზიები არ გამოითქმის (4 საჩივარი). ზრდად  დეპოზიტზე  მანაბრის არცერთი პრეტენზიაა. და 0  - ია სარემონტო სესხით უკმაყოფილო.

პრეტენზიები სერვისის და პროდუქტის ჭრილში

 

01.08.25-ისთვის

საბარათე მომს/ მიმდ ანგ

2 098

ჯარიმა/საკომისიო

1 936

ადმინისტრც/მომს.  

   536

სამომხმ. სესხი

   230

ხელშეკრ. პირობები

   139

წყარო: NBG & BRG

ივლისის 3 001 პრეტენზიიდან 1 636 ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, 507 საჩივარი განხილულია და მომჩივანისთვის პასუხი დაბრუნებული.

 

857 პრეტენზიაა ჯერ განხილვის პროცესშია. მხოლოდ დასრულებულ 4 პროცესზე არ არის  პრობლემა აღმოფხვრილი წყარო: NBG &BRG.