თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი სისტემას თან ლიკვიდობას აცლის თან აწვდის.  სებ-ის სტატისტიკით,  ოქტომბერში სავალუტო აუქციონებით, მიმოქცევიდან 300 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.

ამასთან სებ-ი რეფინანსირების და ერთდღიანი სესხების გაცემას განაგრძობს. 1.10.2024-ისთვის ერთდღიანი სესხის ნაშთი 600 მლნ ლარამდეა. ამ დღეებშიც გაცემულია. ბოლო აუქციონის დღეს (16/10) 300 მლნ-მდე და წინა დღეს 220 მლნ ლარი. 200 მლნ ლარის მოცულობით გაცემებიც წინა აუქციონის თარიღს (08/10) ემთხვევა.

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების დავალიანება, ოქტომბრის მდგომარეობით, 4.5 მლრდ - აღწევს (რეფინანსირების და სხვა მოკლევადიან სესხების ნაშთის ჯამი). ამ დროისთვის რეფინანსირების სესხების ნაშთი 3.9 მლრდ ლარამდეა.

სებ-ის განმარტებით, ლიკვიდობის მართვის ეს ინსტრუმენტი პირდაპირ კავშირში არ არის ინტერვენციასთან, თუმცა კავშირშია ფულზე მოთხოვნასთან, რომელიც თავის მხრივ კავშირშია ინტერვენციასთან.

სებ-მა ამ 2 ინსტრუმენტის ფუნქციური განსხვავება ბევრეჯერ განმარტა, თუმცა ბევრს მაინც არ სჯერა.

წყარო: BRG