თბილისი (GBC) - „ნიკორა"  5 წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს (განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი). 

60 მლნ ლარი120 მილიონიანი ემისიის ბოლო შეთავაზებაა. კუპონის განაკვეთი TIBR3m-ს მიებმება, 325 საბაზისო პუნქტით  (8.08%+3.25%) ნომინალი 1 000 ლარია.

„ემიტენტი“, სს „ნიკორა ტრეიდია“ „ნიკორა ჯგუფის“წევრი, რომელიც ბაზარზე  „ნიკორა სუპერმარკეტის” და „ლიბრეს“ ბრენდით ოპერირებს.ყველაზე დიდ აქტივს წარმოადგენს აქტივების გამოყენების უფლება.

„ნიკორა ტრეიდი“ ოპერირებს 617 მაღაზიით, საიდანაც ყველა იჯარით აქვს აღებული. 

H1/2024-ის ანგარიშით, EBITDA (მოგება არასაოპერაციო მუხლებამდე : პროცენტის,გადასახადების, ცვეთის ამორტიზაციის ) 42 მლნ ლარია. 

ობლიგაციებით ნახსესხებ სახსრებს ნიკორა ლოგისტიკური ცენტრის (რომელიც მზის პანელებით უნდა აღჭურვოს), ახალი მაღაზიების ასაშენებლად და არსებული ვალდებულებების დასაფარად მიმართავს. ფული სჭირდება საწყობის მართვის სისტემისთვის (EWM).

„ნიკორა“ერთ-ერთი პირველია ადგილობრივ კომპანიებიდან, ომლებსაც სახსრები საპენსიო სააგენტოდანაც აქვს მოზიდული (თიბისი ლიზინგი, სელფი, საქართველოს კაპიტალი, თეგეტა)

ემისია 

ვალუტა  
ნომინალი 1 000  
განაკვეთი (%) TIBR3m+325  
რაოდენობა  60 000  
ღირებულება   60 მლნ  
დაფარვის თარიღი  17.10.2029  
წყარო: ემიტენტი

ნიკორას აქციონერთა სრტრუქტურა

სუხიაშვილი ვასილ...............................................................................................25.0%

GREENMOON LTD* .........................................................................................................................14.0%

დენის ტარადინი...................................................................... 70.3%

ვასილი ტარადინი .................................................................... 9.9%

გლებ ტარადინი ..........................................................................9.9%

დემენტი ტარადინი .....................................................................9.9%

გუბანოვი ოლეგ................................................................................................................................11.0%

დუმბაძე დავით................................................................................................................................11.0%

ცირეკიძე თალიკო............................................................................................................................10.0%

სალუქვაძე მაკა .................................................................................................................................7.0%

ცერცვაძე გურამ ............................................................................................................................... 5.0%

წყარო: BRG

2024-ის აქტივობები 

.......ახალი ERP სისტემის - SAP-ის დანერგვა

......ლიბრეს ბრენდის ტრანსფორმაცია

..... მიწის შეძენა და ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის დაწყება

.... აგვისტოში Scope-მა განაახლა „კომპანიის“ რეიტინგი და დატოვა იგივე ნიშნულზე, BB- სტაბილური პერსპექტივით