თბილისი (GBC) - კომერციულ ბანკების (მიკრობანკებიც შედის) უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა.  

სებ-ის ბოლო საანგარიშო თვის (თებერვალი) სტატისტიკით, რეგულატორმა ბანკებით უკმაყოფილო კლიენტების 1 902 პრეტენზია მიიღო.

სებ-ის სტატისტიკით,  მომხმარებლის ყველაზე მეტი - 1 111 საჩივარი (მთლიანი პრეტენზიების 58.4% ) მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათების მომსახურებით გამოწვეუული უკმაყოფილებაა.

მსესხებელთა შორის ყველაზე მეტი პრეტენზიაა, სამომხმარებლო კრედიტების  პირობებზეა გამოთქმული.  263 საჩივარი (იანვარში უფრო მეტი იყოს) 

პრეტენზიების რაოდენობა სერვისების მიხედვით: /02/2025/

სესხები მიზნობრიო

რაოდენობა 

სამომხმარებლო

   263

ავტოსესხი

    10

განვადება

    50

ოვერდრაფტი

    16

საკრედიტო ბარათი

    73

ბიზნეს სესხი

    58

იპოთეკა

    37

ლომბარდი

      6

წყარო: NBG & BRG

ბანკებმა 1 009 პრეტენზიის განხილვა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. 376 -ზე მომჩივან კლიენტს პასუხი დაუბრუნდა.  512 განაცხადი კი ჯერ განხილვის პროცესშია.