თბილისი (GBC) - ივლისში სამომხმარებლო ფასები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა. საბაზო ინფლაცია (ფასები სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) კი 3.5%-ით. 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

სებ-ის ბაზრის ბოლოს საანგარიშო თვის განწყობებს გაეცნობა, შეისწავლის და ანგარიშს მოამზადებს. ივლისის კითხვარით საფინანსო ბაზრის ზედამხედველი დაადგენს  1 და წლიან პერიოდებში ფასების ცვლილების რა მოლოდინებია, რამდენი %-ით მოუწევს მეწარმეს პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე ფასის აწევა; რას ელის კერძო სექტორი, როგორ შეიცვლება ფასების საერთო დონე; როგორია სიმძლავრეების ათვისების მოსალოდნელი კოეფიციენტი 10%-დამ 100%-მდე (რამდენად სრული დატვირთვით მუშაობს კომპანია - პერსონალი, საწარმოო სიმძლავრეები...) რამდენად გაუძვირდება სტაფის დაქირავება, მოუწევს ოპტიმიზაცია, ხელფასის მომატება თუ გაზრდა.

სებ-ის წინა თვეების ანგარიშებით, ინფლაციური მოლოდინები შეუქცევადად მზარდია. მაგ: სებ-ის მაისის ანგარიშით, აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე.

ბაზარი პროდუქცია/მომსახურების გაიაფებას არ ელის. შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წელში ფასების შემცირებას 8%-ზე მეტად, 4%-6%-ისა და 0%-2%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. გაზრდილია ის კონტინგენტი, რომელიც ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ინტერვალში ან უცვლელად შენარჩუნებას ელის.

ხელფასების 20-30%-იანი ზრდის მომლოდინეთა კატეგორია შემცირებულია. გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ჯამაგირის 10%-მდე ზრდის იმედი აქვთ.

გამოკითხულთა აზრით, ბოლო თვეებში საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების ეფექტიანობა შემცირებულია.