თბილისი (GBC) – სების განცხადებით, თებერვალში საერთაშორისო რეზერვების შევსების ტემპი, ბაზრიდან $429.3 მლნ -ის შესყიდვით დაჩქარდა.

რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული გაცხადებული პოლიტიკის ნაწილია.

  • თებერვლის წმინდა შესყიდვა: $429.3 მლნ
  • იანვარ-თებერვლის ჯამური შესყიდვა: $515.9 მლნ 
  • მთლიანი რეზერვები: $6.65 მლრდ 

რეგულატორის ინფორმაციით, სებ-მა ვალუტა Bmatch-ზე შეისყიდა. ეს პლატფორმა მარეგულირებელს,  აუქციონების გარეშე, ბაზარზე არსებული ჭარბი ლიკვიდობის ათვისების საშუალებას აძლევს, სავალუტო კურსზე წნეხის აცილებით.

თებერვლის შესყიდვები  იანვართან შედარებით ($86.6 მლნ), თითქმის ხუთჯერ გაზრდილია, რაც სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მაღალ მიწოდებაზე მიუთითებს.

სავალუტო ოპერაციებზე მონაცემები 27 აპრილს განახლდება.