თბილისი (GBC) - უზბეკურმა TBC Bank-მა 240 მლრდ სუმის (≈$19.5 მლნ) ღირებულების დამატებითი ჩვეულებრივი აქციების ემისია დაარეგისტრირა.
პერსპექტიული პროექტების ეროვნულმა სააგენტომ (NAPP) ემისია ოფიციალურად 2026 წლის 9 თებერვალს დაარეგისტრირა.
ბანკის აქციონერების 2026 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით (კვორუმი 100%), ახალი ემისია განთავსდება შვილობილ კომპანია TBC Digital-ში, ერთ აქციაზე 1000 სუმის საბაზრო ნომინალური ღირებულებით.
გადახდა განხორციელდება ნაღდი ფულით ეროვნულ ვალუტაში.
ემისია მოიცავს 240 მილიონ აქციას, რაც შეესაბამება 240,000,000,000 სუმის საერთო ემისიის რაოდენობას.
ცნობისთვის, TBC Digital მართავს TBC Bank Group PLC-ის უზბეკეთის ციფრულ ბიზნესს, რომლებშიც შედიან TBC Uzbekistan ძირითადი ციფრული ბანკი უზბეკეთში, Payme პოპულარული ციფრული გადახდების აპლიკაცია, BILLZ, TBC Insurance ციფრული დაზღვევა, TBC Nasiya - განვადების ბიზნესი და სხვა სწრაფად მზარდი ციფრული სერვისები.
უზბეკეთის ცენტრალური ბანკის დღევანდელი კურსით, $1 ≈ 12 287 UZS -ის ტოლია.
გასულ წელს TBC Uzbekistan-მა სუმში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ორჯერ გამოუშვა. გასული წლის თებერვალში TBC-მ 128 მლრდ სუმის ოდენობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, 2 წლიანი ვადიანობითა და 24%-იანი განაკვეთით. დეკემბრის ბოლოს კი, 49.6 მლრდ სუმის ($4.1 მლნ-ის) ობლიგაციები განათავსა.