თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკის მიერ 450 მლნ ლარის ევრობონდების წარმატებით გამოშვებას საერთაშორისო ბაზარზე.

თურნავას სჯერა, რომ ლარის ევრობონდების ემისია მაგალითი იქნება სხვა ქართული ბანკების და კომპანიებისთვის, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით.

მისივე თქმით,  ტრანზაქცია ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების გაზრდილ საერთაშორისო ინტერესს, რაც მისი შეფასებით  სებ-ის დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგიცაა.

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა -  Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“. ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.