თბილისი (GBC) - 2024 წლის ივნისში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდებოდა, კონტრაქტების რაოდენობამ კი 364 546-ს შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 075 476 652 ლარი შეადგინა.

„კრედიტინფოს“ ივნისის მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის. ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 912 671 526 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 204 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც 96 054 -ია.

ეროვნული ბანის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 108 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 499 091 097 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება.

19 641 ადამიანს კი ჯამში 533 737 973 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. საიდანაც ვადაგადაცილება 5 082 ადამიანს უფიქსირდება.

კომერსანტი