თბილისი (GBC) - Visa-მ ოფიციალურად წარადგინა Visa Acceptance Platform-ის ახალი ფუნქცია Visa Intelligent Authorization, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს, მხოლოდ ერთი API-ს მეშვეობით გააუმჯობესონ გადახდების დამუშავების პროცესი, ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურის გარეშე. 

ავტორიზაცია ციფრული გადახდების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ფინანსური ინსტიტუტები საბარათე ქსელის საშუალებით ავტორიზაციის მოთხოვნას რეალურ დროში აგზავნიან ემიტენტ ბანკებთან, რომლებიც რამდენიმე წამში ადასტურებენ ან უარყოფენ ტრანზაქციას. მიუხედავად ამისა, ავტორიზაციის ტრადიციული პლატფორმები თანამედროვე კომერციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ეს ამცირებს კმაყოფილების დონეს, ზრდის ოპერაციულ ხარჯებს, ართულებს ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გადახდის ახლებური გამოცდილების დანერგვას.

Visa Intelligent Authorization ამ გამოწვევებს თანამედროვე ავტორიზაციის შესაძლებლობებით პასუხობს და ტრანზაქციებს გლობალურ და ადგილობრივ საბარათე ქსელებში ერთიანი ინტეგრაციის გზით ამუშავებს. ეს გადაწყვეტა 99.999%-იან უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს, გლობალურად ტრანზაქციის დამტკიცების 96.3-%-იანი საშუალო მაჩვენებლით, რაც ინდუსტრიის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ავტორიზაციის ძირითად საშუალებად, ისე დამხმარე მექანიზმად, რაც ბიზნესის მოქნილობას, ზრდასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს, უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად.

Visa Intelligent Authorization რეალურ დროში განახლებული ინფორმაციის მიწოდებით ფინანსურ ინსტიტუტებს მეტი უსაფრთხო ტრანზაქციის დადასტურებაში, რისკების  უფრო ეფექტურ მართვასა და გამართულ ოპერირებაში ეხმარება. ეს შესაძლებელი ხდება ინფორმაციისა და განახლებების რეალურ დროში გაზიარებითა და ანგარიშსწორების პროცესის აჩქარებით.

„კომერცია სწრაფი ტემპით ვითარდება, ფინანსურ ინსტიტუტებს კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა ესაჭიროებათ. თუმცა, არსებული სისტემების დიდი ნაწილი სულ სხვა ეპოქისთვის შეიქმნა. Visa Intelligent Authorization მთავარ საერთაშორისო და ადგილობრივ საბარათე ქსელებში გადახდების დამუშავებას მხოლოდ ერთი API-ით უზრუნველყოფს, რაც დღეს მეტ სანდოობას ქმნის და სამომავლო განვითარებისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს“, განაცხადა უოლტერ ლირონიმ, Visa-ს Value-Added Services (VAS) ხელმძღვანელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.

Visa Intelligent Authorization, როგორც Visa Acceptance Platform-ის ნაწილი, ხელმისაწვდომია შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებისთვის და იგი თანამედროვე გადახდების დამუშავების სფეროში სამომავლო განვითარების საფუძველს ქმნის.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Visa.com.

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge