თბილისი (GBC) - "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.  "ინფო რუსთავი" სოფელში მერის წარმომადგენელზე ზურაბ შაინიძეზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია ერთი მფრინავი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–ცენტრში ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.